უკრაინის არმიამ მესამე ხიდი გაანადგურა კურსკის ოლქის მდინარე სეიმზე. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო ბლოგერები, ვლადიმირ რომანოვი და იური პოდოლიაკი იტყობინებიან.
პოდოლიაკის ინფორმაციას „შემოწმებული ცნობა“ უწოდა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის მრჩეველმა რომან ალიოხინმა.
როგორც იტყობინებიან, ახლა რუსეთის ჯარები მდინარეზე გადასასვლელად პონტონებს იყენებენ. ხიდის განადგურების დამადასტურებელი ინფორმაცია არ მოიპოვება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
საქმე ეხება მდინარეზე გადასასვლელს სოფელ კარიჟთან. კურსკში სეიმზე პირველი ხიდი 16 აგვისტოს დაანგრიეს, მეორე - 18 აგვისტოს. ორივე ხიდის განადგურებაზე პასუხისმგებლობა იკისრეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.
ასევე ნახეთ რუსეთში დივიზიის მეთაურმა 7 ოფიცრისა და ჯარისკაცის მოკვლის ბრძანება გასცა და ცხედრები დააწვევინაბლოგერების თანახმად, კარიჟის ხიდი უკანასკნელია, მაგრამ არის კიდევ ერთი ხიდი - სოფელ კეკინოსთან. ეს ხიდიც გამოიყენება რუსეთის არმიის მოსამარაგებლად, წერდა პოდოლიაკი, მაგრამ ეს ხიდი „ფაქტობრივად, უკვე იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლქვეშ, ვინაიდან ის მტრის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების ზონაშია“.
ასევე ნახეთ უკრაინის ჯარმა კიდევ ერთი ხიდი ააფეთქა რუსეთის კურსკის ოლქში