88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი ალენ დელონი. როგორც ფრანგული მედია წერს, ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ალენ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. მისი პირველი ფილმი („როცა ქალი ვარ“) 1957 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მასთან თანამშრომლობა დაიწყეს ევროპელმა და ამერიკელმა რეჟისორებმა. ის ათეულობით ფილმში თამაშობდა.