სუჯაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ვლადიმერ ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს

კვარცხლბეკი, რომელზეც ლენინის ძეგლი იდგა 2024 წლის 16 აგვისტომდე

უკრაინული მედია და ბლოგერები იუწყებიან, რომ კურსკის რაიონის ქალაქ სუჯაში ლენინის ძეგლი დაანგრიეს. ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის ადმინისტრაციიდან არც თუ ისე შორს, იდგა. სავარაუდოდ, ეს შეიძლებოდა გაეკეთებინათ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც შევიდნენ სუჯის ცენტრში. დანგრეული ძეგლის ფოტოებზე ასევე ჩანს მახლობლად მდებარე დაზიანებული შენობები, მათ ატყვიათ დაბომბვის კვალი, ფანჯრები ჩამსხვრეულია.

ძეგლის გარეშე დარჩენილი კვარცხლბეკის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დარია ზარივნაიამ. გადაღების თარიღი არ არის მითითებული.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ 9 აგვისტოს დააწესეს კონტროლი ქალაქ სუჯის რაიონულ ცენტრზე. ამავე დროს, რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ. სამხედრო ბლოგერები კი წერენ, რომ ქალაქს არავინ აკონტროლებს, ორივე მხარიდან მიმდინარეობს უწყვეტი ბრძოლები. ამგვარად ქალაქი როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა, - წერს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ბლოგერებზე დაყრდნობით.

უკრაინა ამტკიცებს, რომ სრული კონტროლი აქვს ქალაქ სუჯაზე რუსეთის კურსკის ოლქში და იქ სამხედრო-სამეთაურო პუნქტს აყალიბებს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სუჯა არის კურსკის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი და უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პატარა ქალაქი.

ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს