1 სექტემბრიდან მოტოციკლებს თბილისის BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ. დადგენილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს, 16 აგვისტოს, მიიღო.
თბილისის მერია მიიჩნევს, რომ მოტოციკლების და მოპედების საავტობუსო ზოლებში გადაადგილებით შემცირდება საგზაო შემთხვევების რაოდენობა და ამის მაგალითად ავსტრია და ესპანეთი მოჰყავს.
ასევე ნახეთ 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - მისწერა მერიამ საკრებულოს.
თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად:
- 1 სექტემბრიდან ორთვლიან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში გადაადგილება შეეძლებათ დღე-ღამის მონაკვეთში;
- კვლავ აკრძალული იქნება მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება იმ საავტობუსო ზოლებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება (მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირი).
თბილისში მოტოციკლებისა და მოპედებისთვის განსხვავებული გადაადგილების წესების დადგენის უფლება პარლამენტმა საკრებულოს 19 ივლისს მისცა.