რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს იგეგმება სახელმწიფო მეთაურების მიერ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა.
სასაუბრო თემებს შორის მოსკოვში გამოყვეს "რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები“.
პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ის ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო, მონაწილეობა მიიღო რუსეთ-აზერბაიჯანის რეგიონთაშორისი ფორუმის მეცხრე სხდომაში და შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
ბაქოში პუტინის ვიზიტი ჩაივლის ერევანთან მოსკოვის გაციებული ურთიერთობისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან [ОДКБ] გამოსვლის თაობაზე სომხეთის ხელისუფლების განცხადებების ფონზე.
ასევე ნახეთ ფრანგული ჰაუბიცები სომხეთს - განრისხებული ბაქო და შეშფოთებული რუსეთი ასევე ნახეთ "საქართველო შესაძლოა ОДКБ-ში გაწევრიანდეს" - რუს პროპაგანდისტებს მადა ჭამაში მოსდით