პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციამ 14 აგვისტოს გამოსცა. უცნობია, რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი.
მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე იგი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე გიორგი თვაური დანიშნა. ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა 2012-2019 წლებშიც.
*მასალა განახლდა 15 აგვისტოს, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ინფორმაციით.