ჯეიმს ო’ბრაიენი შეხვედრებს მართავს კიევში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი. სარაევო, 2 თებერვალი, 2024.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი, კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი იტყობინება ტელეგრამში.

ო’ბრაიენი უკრაინის დედაქალაქში 13 აგვისტოს ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„აქ, უკრაინაში, მისი ყოფნა გზავნის ძლიერ სიგნალს: უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება არ სუსტდება,“ დაწერა სოცქსელებში შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯეტ ბრინკმა.

ასევე ნახეთ ბაიდენი კურსკის ოპერაციაზე: ეს პუტინისთვის ნამდვილი დილემაა