13 აგვისტოს ირანმა უარყო დასავლეთის მოწოდებები, უკან წაიღოს ისრაელის მიმართ მუქარა, რომელიც მან გამოთქვა პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლის საპასუხოდ (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
ჰანიე და მისი პირადი მცველი 31 ივლისს მოკლეს თეირანში, როცა ის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული ირანის დედაქალაქში.
ისრაელს არ უღიარებია და არც უარუყვია ჰანიეს მოკვლასთან კავშირი.
ირანმა, რომელიც ჰამასის მთავარი მხარდამჭერია, ისრაელს დასდო ბრალი ჰამასის ლიდერის მკვლელობაში და პირობა დადო, რომ შურს იძიებს, რამაც გააჩინა რეგიონში უფრო ფართო ომის შესაძლებლობის შიში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნასერ ქანანიმ განაცხადა, რომ ირანის მიმართ „ასეთი თხოვნა მოკლებულია პოლიტიკურ ლოგიკას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს და წარმოადგენს საჯარო და პრაქტიკულ მხარდაჭერას“ ისრაელის მიმართ.