მარსის წითელი მტვრის ზედაპირის ქვეშ, ქვების ნაპრალებში, შესაძლოა იმალებოდეს იმდენი მოცულობის წყალი, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ოკეანისთვის - ვკითხულობთ ახალ გამოკვლევაში.
12 აგვისტოს გავრცელებული ეს ვარაუდი ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციის [NASA] Mars InSight lander-ის სეისმურ გაზომვებს. მან მარსზე 1300-ზე მეტი ბიძგი დაადგინა, სანამ ორი წლის წინ დაიხურებოდა.
წყალი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მარსის ზედაპირის ქვემოთ, 11,5-20 კილომეტრის სიღრმეშია, შესაძლოა ზედაპირიდან ჩაიღვარა მილიარდობით წლის წინ - მაშინ, როცა მარსზე იყო მდინარეები, ტბები და შესაძლოა ოკეანეებიც, როგორც ამას ვარაუდობს კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის ოკეანოლოგიის წამყვანი მეცნიერი ვაშან რაიტი.