ალეკო ელისაშვილმა წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოვლისას განმარტა, რომ წარსულში მასსა და მამუკა ხაზარაძეს შორის იყო "არასასიამოვნო ინციდენტი", თუმცა "შერიგების დროა".
"მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე გავახარეთ. პატარა ახსნაც უნდა ამ ამბავს: მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ახლა ბოდიშების დრო არაა, შერიგების დროა", - თქვა მან.
მამუკა ხაზარაძის თქმით კი, მათი ოპოზიციური გაერთიანების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დადგეს მათ გვერდით.
"ილიას გზაა ის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. მინდა გამოვაცხადო ადამიანი, რომელიც "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდება - ალეკო ელისაშვილი", - თქვა მამუკა ხაზარაძემ, რის შემდეგაც გაერთიანების ლიდერებმა ერთმანეთს სიმბოლურად ხელი ჩაჰკიდეს.
ასევე ნახეთ "მილევადი რეჟიმების საქციელია" - ნიკა მელიაზე თავდასხმა სამტრედიაში17 ივლისს გახდა ცნობილი, რომ პარტია "ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
მაშინ ღონისძიებაზე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას "ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი" შეუერთდებოდა.