დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გადადგა ირანის ვიცე-პრეზიდენტი ზარიფი

მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა 12 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გასულ კვირაში გადადგა თავისი ახალი თანამდებობიდან, ვიცე-პრეზიდენტობიდან.

ზარიფი პლატფორმა X-ზე ასახელებს გადადგომის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ზეწოლას, რომელიც მან დანიშვნის შემდეგ განიცადა, რადგან მისი შვილები აშშ-ის მოქალაქეები არიან.

ახალარჩეულმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ზარიფი ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტად.

ზარიფი - რომელმაც 2015 წელს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან შეათანხმა საეტაპო მნიშვნელობის ატომური ხელშეკრულება - ამბობს, რომ აპირებს საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდეს და ნაკლებად კონცენტრირდეს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.

ასევე ნახეთ აიათოლა ალი ხამენეიმ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაუსახა ახალ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს