მოსკოვმა 12 აგვისტოს უკრაინის მოსაზღვრე არეალებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის გაფართოების ბრძანება გასცა იმ ფონზე, როცა მისი ძალები რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის უპრეცედენტო შეჭრის შეკავებას ცდილობენ.
"საგანგაშო დილა დაგვიდგა. კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე მტრის აქტივობაა. მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას უფრო უსაფრთხო ადგილებში", - ამბობს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით. იგი არ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას და სად გადაჰყავთ ისინი.
უკრაინის ძალებმა კიდევ 30 კილომეტრით წაიწიეს წინ მიმდინარე ოპერაციაში, რომელიც ყველაზე მასშტაბურია რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის ოპერაციებიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ შეძლო გარდაეტაცა 18 დრონი, რომლებიც ღამით უკრაინამ გაუშვა კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონებისკენ. სამინისტრო არ აკონკრეტებს დრონების სრულ რაოდენობას.
ასევე ნახეთ კურსკის შეტევა: როგორ გადავიდა ომი რუსეთის ტერიტორიაზე