საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ერთ პირს.
სამართალდამცავების ცნობით, 8 აგვისტოს ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა მსხვერპლი თოკით გაკოჭა, შემდეგ კი ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.