ცესკოს ინფორმაციით, 12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყება. საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა ადამიანმა გამოთქვა.
ასევე ნახეთ 1990-2020: როგორ იცვლებოდა საქართველოს პარლამენტისწავლების ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტები მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან ხუთი წლის ვადით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.