სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია იტყობინება, რომ მისი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც იუწყებიან, მას თავს დაესხა დრონი FPV და ის ამჟამად არის საოლქო საავადმყოფოში, კურსკში.
ასევე ნახეთ ვანო ნადირაძე: გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა კურსკში ერთ-ერთი სადაზვერვო ჯგუფის შესვლასმანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა“ იტყობინებოდა, რომ პოდდუბნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ომის მხარდამჭერმა არხებმა, რომლებმაც ადრე მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ცნობები აიღეს ან უარყვეს.
დიდ ბრიტანეთში პოდდუბნის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.
ასევე ნახეთ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება რუსეთის კურსკის ოლქში სახმელეთო ბრძოლის შესახებ ასევე ნახეთ აშშ კიევს მოსთხოვს ინფორმაციას კურსკის ოლქში იერიშის შესახებ