16 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელიც 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა. 8 აგვისტოს, მაშინ, როდესაც 35 ქართველი სპორტსმენი პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გამოდიოდა, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო იერიშს აწარმოებდნენ. საქართველოში ომის დაწყების შესახებ ქართველმა ათლეტებმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სპორტსმენების ოლიმპიადაზე დარჩენის საკითხიც. საპროტესტო აქციები ჩინეთში რუსეთის საელჩოსთან და პეკინიდან წამოღებული სამი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი - პეკინში ქართული დელეგაციის წევრები იხსენებენ ომისა და ოლიმპიადის ამბებს.
როგორ იბრძოლეს ქართველმა სპორტსმენებმა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე
Your browser doesn’t support HTML5
8 აგვისტოს, მაშინ, როდესაც 35 ქართველი სპორტსმენი პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გამოდიოდა, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო იერიშს აწარმოებდნენ. პეკინში ქართული დელეგაციის წევრები იხსენებენ ომისა და ოლიმპიადის ამბებს.