აშშ-ის საელჩო
„გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.
შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ბრიტანეთი საელჩო
„დღეს,16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“.
გერმანიის საელჩო საქართველოში
„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 სრულდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება“.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე
„16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია ისევე, როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა
„16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“.
ბელარუსი ოპოზიციონერი სვიატლანა ციხანოუსკაია
„16 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა საქართველოში შეჭრა დაიწყო. თუ იმპერიული აგრესია არ შეჩერდება, ის მხოლოდ გაიზრდება. ბელარუსებმა და უკრაინელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს“.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.