„თანხა ერთ საათში შეგროვდა, აზრზე ხართ?!“ - დაწერა მისმა ცოლმა მირანდა ჯობავამ ფეისბუკში.
ასევე ნახეთ ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წარუდგინაგუგუჩიას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებიან. დღეს, 6 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიება დროებითი შემაკავებელი ფორმაა სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე.
ვიტალი გუგუჩიას ცოლი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უკავშირებს 29 მაისს მათ კუთვნილ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს. სწორედ ამ დღეს გაიცნო საზოგადოებამ ცოლ-ქმარი, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან.
ამ დღეს მათ თავიანთი სასურსათო მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
რამდენიმე დღეში, 31 მაისს, სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.
ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გუგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
სიტყვიერი დაპირისპირებისას, PosTV-ის ოპერატორი ვიტალი გუგუჩიას მიმართავს: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს - იგი ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.