საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულის, ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. კრასიკოვი პატიმართა გაცვლის საერთაშორისო პროცესის ფარგლებში დააბრუნეს რუსეთში. შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხის ოფიციალური კომენტარის გარეშე დატოვებას.
„ეს, მგონი, ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში, ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ასეთ საკითხზე სწორედ მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს, სხვადასხვა უწყებებს შორის... ბევრი რამ შეიძლებოდა, ბევრი მცდელობა შეიძლებოდა, მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ პუტინის "საყვარელი მკვლელის" გათავისუფლება, "ორჯერ მოკლული" ხანგოშვილი და საქართველოს ინტერესები1 აგვისტოს რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრები გაცვალეს. ეს გაცვლა ყველაზე მასშტაბური იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ. გაცვლაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ცოტა ან საერთოდ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ მათი ბედის შესახებ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დიპლომატიური ძალისხმევა დახურულ კარს მიღმა.
ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები?პატიმრების საერთაშორისო გაცვლისას, გერმანიამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.