ჩრდილოეთმა კავკასიამ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობით გასული წლების ყველა რეკორდი მოხსნა

საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცავი ორგანოები ხშირად უგულებელყოფენ ოჯახში ძალადობას და ზოგჯერ ეხმარებიან მდევნელებს მსხვერპლის პოვნაში.

2024 წლის პირველ ნახევარში, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში დანაშაულის მსხვერპლად თითქმის 10 000 ქალი აღიარეს, რაც, „კავკაზ.რეალიის“ დაკვირვებით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ქალთა მიმართ დანაშაულის მკვეთრი ზრდა მოხდა ჩრდილოეთ ოსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და დაღესტანში.

რეგიონების მიხედვით კი დაზარალებულ ქალთა სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • სტავროპოლის ტერიტორიაზე - 4,863;
  • ჩრდილოეთ ოსეთში - 885;
  • ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 820;
  • ჩეჩნეთი - 217;
  • ინგუშეთში -139.


ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცავი ორგანოები ხშირად უგულებელყოფენ ოჯახში ძალადობას და ზოგჯერ ეხმარებიან მდევნელებს მსხვერპლის პოვნაში. ამისათვის, მაგალითად, ქალებს აცხადებენ "დაკარგულად" ან განზრახ ადანაშაულებენ ქურდობაში.

  • 2022 წელს დაღესტნელი ნათესავები შეეცადნენ აიშატ ჰირამაგომედოვას გატაცებას კრიზისულ ცენტრ „კრეპოსტიდან“, სადაც იგი ოჯახში ძალადობას გაქცეული აფარებდა თავს. მამა და ძმა აიშატს ქუჩაში დაესხნენ თავს, შემდეგ მამამ პოლიციის განყოფილებაში სცემა.

ასევე ნახეთ

სომხეთში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ინგუშეთიდან ოჯახში ძალადობას გაექცა „თუ არ დაბრუნდებით, მომკლავენ“ - იურისტს ძალადობის მსხვერპლი ინგუში ქალის დახმარებისთვის ემუქრებიანუკან დასახევი გზის გარეშე: როგორ ცდილობენ კავკასიელი ქალები საზღვარგარეთ გაქცევასინგუშეთში ოჯახისთვის „სირცხვილის ჩამოსარეცხად“ ძმამ და მოკლაქალები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან შვილების სანახავად ევროპის სასამართლოს მიმართავენდები, რომლებიც თბილისმა მოიმწყვდია