აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ პალესტინელთა დაჯგუფების, ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას ხელი არ შეუწყვია ცეცხლის შეწყვეტისთვის ღაზაში მიმდინარე ომში.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მას პირდაპირი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან 1 აგვისტოს.
მან ეს განცხადება გააკეთა მერილენდის შტატში, ენდრიუს ერთობლივ ბაზაზე, სადაც 1 აგვისტოს, გვიან საღამოს დაეშვა თვითმფრინავი, რომელშიც რუსეთის საპატიმროებიდან გათავისუფლებული პატიმრები ისხდნენ.
აშშ-ში დაბრუნდნენ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულები - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი.
ასევე ნახეთ ბაიდენი ვაშინგტონში ნეთანიაჰუს შეხვდება