უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს, 1 ოქტომბრამდე შეაჩეროს საგარეო ვალების გადახდა.
უკრაინის პარლამენტის მონაცემთა ბანკის თანახმად, ზელენსკიმ 31 ივლისს მოაწერა ხელი კანონს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, კიევი კრედიტორებს შეუთანხმდა, რომ 2024 წლის 1 აგვისტომდე გაიყინებოდა დაახლოებით 23 მილიონი დოლარის ოდენობის ვალების გასტუმრება.
ვალების გასტუმრების შეჩერების შესახებ ახალი კანონის მიღება ნიშნავს, რომ უკრაინა მოკლე ვადით შევა ვალების დეფოლტში, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ ობლიგაციების კერძო მფლობელები დათანხმდებიან უკრაინის ვალების გადახდის გადადებას 2027 წლამდე. ამ ვარიანტს მხარს უჭერენ უცხოეთის მთავრობები. ამგვარი გარიგება უფრო ნაკლებად მოახდენს გავლენას უკრაინის გრძელვადიან სესხებზე, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდებოდა.