ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა. ბექაურმა პარიზი 2024-ზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტოკიოს და ახლა უკვე პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში სძლია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს.
აქამდე საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალი ჰქონდა, რომელიც ასევე ძიუდოისტმა (-81) ტატო გრიგალაშვილმა 30 ივლისს აიღო.
1 აგვისტოს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი (-100) ილია სულამანიძე იჭიდავებს.
ასევე ნახეთ უცხოეთისთვის მებრძოლი 11 ქართული გვარი პარიზის ოლიმპიადაზე