საქსტატი ავრცელებს ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას 2024 წლის ივნისისთვის. უწყების ცნობით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, ივნისში მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყო შემდეგმა სფეროებმა:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
- მშენებლობა;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია;
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- პროფესიული;
- სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 9%-ით გაიზარდა.