დიდ ბრიტანეთში უცნობი პირი დანით დაესხა თავს ბავშვებს, ერთი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

საილუსტრაციო ფოტო: ბრიტანეთის პოლიცია, ნოტინგემი, 13 ივნისი, 2023.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში უცნობი პირი დანით დაესხა თავს ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ბავშვებს. ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაჭრილი კი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციამ დაადასტურა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.

ადგილობრივი გამოცემა Liverpool Echo იტყობინება, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ქუჩიდან შევიდა ბავშვთა სპორტულ კლუბში და იქ მყოფ ხალხს, მათ შორის ბავშვებს, დანით მიაყენა ჭრილობები. მანამდე სასწრაფო დახმარების სამსახური იტყობინებოდა, რომ საავადმყოფოში წაიყვანეს რვა ადამიანი. მაგრამ მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, იტყობინება Liverpool Echo. გამოცემა ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი ბავშვი გზაში გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანამდე.

პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ქუჩაში კი არა, სახლში დააკავეს. ბრიტანული ტაბლოიდი Metro განმარტავს, რომ ეს იყო კლუბი, რომელშიც ტარდებოდა იოგისა და ცეკვის კურსები ბავშვებისთვის.