რუსეთის არმიამ ახლახან გააფართოვა დონეცკის ოლქში ჯარების ცენტრალური დაჯგუფების პასუხისმგებლობა, წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (), რომელსაც ვაშინგტონში უდევს ბინა.
მანამდე დაჯგუფების ამოცანა იყო, ემოქმედა მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული სამანევრო ძალების სახით ავდეევკის მიმართულებაზე.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობას შესაძლებლად არ მიაჩნია ავდეევკის რაიონში სწრაფი ტაქტიკური წარმატება, ვარაუდობს ISW. არ არის ნათელი, რა არის ამის მიზეზი - რესურსების კლება თუ ჯარების ცენტრალური დაჯგუფების უუნარობა, მოახდინოს ტაქტიკური გარღვევა. მაგრამ მისი პასუხისმგებლობის რაიონის გაფართოება (დონეცკის სამხრეთ-დასავლეთიდან ტორეცკამდე) რუსეთის ჯარებს ხელს შეუშლის რესურსები და ცოცხალი ძალა გამოიყენოს ავდეევკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ სამოძრაოდ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ რუსეთის სარდლობა ცდილობს, მთელს ფრონტზე შეინარჩუნოს მუდმივი შემტევი წნეხი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ უკრაინას საშუალება არ მიეცეს, რომ ხელში აიღოს ინიციატივა ბრძოლის ველზე. სწორედ საამისოდ არის აუცილებელი, რომ ფრონტი უფრო გაწელილი იყოს. მცირე ტერიტორიებზე ტაქტიკურ წარმატებებს კი რუსეთის ხელმძღვანელობა დიდ როლს არ ანიჭებს.