ძმის მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 47 წლის კაცია დაკავებული. დანაშაული ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასიკვდილო დაზიანებები კაცმა ძმას ნაჯახით მიაყენა და მიიმალა. 36 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.