ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 26 ივლისს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა ფლორიდაში.
ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ოთხი წლის მანძილზე, რათა თავიანთი პოლიტიკური ალიანსი გააძლიერონ. თეთრ სახლში ტრამპის ყოფნის წლებში ნეთანიაჰუს და ტრამპს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.
ნეთანიაჰუს ვიზიტი ტრამპთან, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთან აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შედგა დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან - რომელიც ტრამპის წინააღმდეგ იყრის კენჭს - ვაშინგტონში გამართული შეხვედრების მეორე დღეს. ჰარისმა მოუწოდა ნეთანიაჰუს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდეს ჰამასთან (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია).
ტრამპის ასისტენტების თანახმად, ტრამპი დაჰპირდა ნეთანიაჰუს, რომ „ძალას არ დაიშურებს, რათა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდეს“ და შეებრძოლება ანტისემიტიზმს სტუდენტთა კამპუსებში, თუ ამერიკელები მას პრეზიდენტად აირჩევენ.
ისრაელის პრემიერმა შეცვალა თავისი მოგზაურობის გრაფიკი აშშ-ის ვიზიტისთვის, რათა ფლორიდაში ტრამპთან შეხვედრაზე წასულიყო.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი ბაიდენი: პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა