„ბრალდებულის ქცევიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“, - თქვა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
მოსამართლისთვის პროკურორის ნათქვამი დამაჯერებელი აღმოჩნდა და თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ არ შეცვლილა გარემოება, რომელიც შეამსუბუქებდა ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებს.
გიორგი შანიძე ერთ-ერთია იმ 9 ადამიანს შორის, რომლებიც პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყველა დაკავებული ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
ასევე ნახეთ „არ მახსოვს, ოქმში მიწერია“, - რეპორტაჟი 400-ლარიანი რკინის ჯებირების საქმის სასამართლოდან ასევე ნახეთ პატიმრობაში დატოვეს „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციის მონაწილე, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილიშანიძეს გამოძიება ედავება სხვისი ნივთის დაზიანებას (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას) - გამოძიების ინფორმაციით, მან 1 მაისს აქციაზე დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.
ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, გამოსასწორებელი შრომა ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა.
ასევე ნახეთ შსს: 8-9 მაისს აქციებში მონაწილე ექვსი პირი დავაკავეთ„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი ნაცემია. დაუდგენელმა პირებმა სცემეს ამ კანონის მოწინააღმდეგებს საკუთარ სახლებთანაც. ამ დრომდე ამ ძალადობის შემთხვევებში მონაწილე არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ მედიისთვის ცნობილი არ არის.