სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივლისს, გაიმართა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედება ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:
- 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
- 353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).
ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა. ბრალდებულს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ პარლამენტთან ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვააღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვის გარდა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მოუსმინა პროკურატურისა და ადვოკატის შესავალ სიტყვებს. შემდეგი სხდომა 13 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება.