აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს. ამას მეტყველებს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. ჰარისს მხარი დაუჭირა რესპონდენტთა 44%-მა, ტრამპს - 42%-მა. გამოკითხვა 22-23 ივლისს ჩატარდა.
გამოკითხულთა 56% დაეთანხმა მტკიცებას, რომ 59 წლის კამალა ჰარისი „გამჭრიახია და სირთულეებთან გამკლავება ძალუძს“.
ასევე ნახეთ ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა, ჰარისი კამპანიას იწყებს - რა მოხდება ახლა?78 წლის დონალდ ტრამპის შესახებ ასეთივე მოსაზრება გაიზიარა გამოკითხულთა 49%-მა. გამოკითხულ დემოკრატთა ამომრჩევლების 91% დადებითად არის განწყობილი ჰარისის მიმართ. გამოკითხულთა სამი მეოთხედი თანხმდება, რომ დემოკრატებმა მის კანდიდატურას უნდა დაუჭირონ მხარი. ერთი მეოთხედი კი ფიქრობს, რომ ნომინაციისთვის უნდა იბრძოლოს რამდენიმე კანდიდატმა.