„ევოლუშენი“ კომპანიაა, რომელიც კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს.
„მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
ასევე ნახეთ როცა ეს თამაში აღარ არის - რა ხდება „ევოლუშენის“ კედლებს მიღმა?„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს "ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.