22 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებს "ყოველთვის ყურადღებით აკვირდება".
"ჩვენ გვინახავს რუსეთის მხრიდან არაერთი არა მხოლოდ მცდელობა, არამედ მისი პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამ ყველაფერს ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ასევე ნახეთ 100 დღე არჩევნებამდე - ყველაფერი ამ მომენტისთვის ასევე ნახეთ "რუსეთი ოკუპანტია" - კავკასიის ბარომეტრი და ლოგიკის ძიება მმართველი "ოცნების" რიტორიკაში26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე სამი პოლიტიკური გაერთიანებაა, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, კი შეუერთდა ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“.
ასევე ნახეთ რა აჯობებდა და რა ხდება - ოპოზიციის განლაგება და კვლევის შედეგები