„ამ ზამთარს ვეღარ გაუძლებს“: ამილახვრების სასახლეს ყიდიან

Your browser doesn’t support HTML5

ამილახვრების ისტორიული ციხე-სასახლის გაყიდვის შესახებ სარეკლამო განცხადება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ უცხოურ საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და შემდეგ მალევე წაიშალა. თუმცა ფაქტმა, რომ მისი ამჟამინდელი მფლობელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ერეკლე კუხიანიძე ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიულ სასახლეს ყიდდა, საზოგადოება ააღელვა - ვინ იყიდის? რას გააკეთებენ? სახელმწიფო სად არის ამ დროს? ძეგლი ხომ არ გადანდგურდება?- სხვა ბევრი კითხვაც დაისვა.