უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკურად რთული პერიოდის წინაშე დგას, რადგან ნოემბერში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
"უნდა გავაგრძელოთ ომი ახალი სიკვდილითა და ნგრევით თუ უნდა განვიხილოთ ტერიტორიული კომპრომისი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან?" - შეკითხვა დასვა კლიჩკომ.
"რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი რისკავს, რომ სიცოცხლე პოლიტიკური თვითმკვლელობით დაასრულოს," - თქვა კლიჩკომ და დასძინა, რომ ზელენსკის, დილემის გადასაწყვეტად, სავარაუდოდ, "მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს" და ისიც დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია "სახალხო ლეგიტიმურობის გარეშე".
ასევე ნახეთ კიევის მერი: "ქვეყნის გული" პუტინის სამიზნეა, შესაძლო თავდასხმისთვის მზად ვართ ასევე ნახეთ "ნუთუ პუტინი იმარჯვებს?" - რა საფუძველი აქვს ვარაუდს