გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ შეთანხმებას გერმანიაში ფრთოსანი რაკეტების (Tomahawk) და სხვა შორი დისტანციის სისტემების განთავსების შესახებ.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში", - გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელს ციტირებს მედია ჯგუფ Funke-ეს გამოცემები:
„უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები, მათ შორის შეკავების საშუალებების გაძლიერებით. ნებისმიერი სხვა საქციელი იქნება არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო, ცივსისხლიანი და ანგარიშიანი კრემლის წინაშე“.
ანალენა ბერბოკის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობა სურს, მაგრამ პუტინის რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. ბოლო წლებში კრემლმა გაანადგურა შეიარაღებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაანადგურა პან-ევროპული მშვიდობის არქიტექტურა.
„ამით მოსკოვი ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს“, - დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე ნახეთ რუსეთი „სამხედრო პასუხით“ იმუქრება გერმანიაში შორი რადიუსის ამერიკული რაკეტების გამოვაშინგტონში გამართულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიუბილეო სამიტზე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული შორი მანძილის რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან განთავსდება.
გარდა ამისა, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნახსენებია SM-6 საზენიტო რაკეტები და ჰიპერბგერითი იარაღის ახალი ტიპები, რომლებსაც აქვთ "მნიშვნელოვნად უფრო დიდი დიაპაზონი, ვიდრე ევროპაში განთავსებულ ამჟამინდელ სახმელეთო სისტემებს".
აშშ-ისა და გერმანიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“.