„დაღლილობისგან მაგიდასთან ცუდად გავხდი“ - ანანო კოშორიძის ამბავი

Your browser doesn’t support HTML5

ანანო კოშორიძე „ევოლუშენ საქართველოში“ დილერად ორ წელზე მეტია მუშაობს. ის ჩივის ანტისანიტარიასა და მენეჯერების მხრიდან ღირსების შემლახავ დამოკიდებულებაზე.

„ევოლუშენის“ თანამშრომლები 2024 წლის 12 ივლისს გაიფიცნენ. ეს კომპანია კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს და დასაქმებულია 8000-მდე ადამიანი. კომპანიაში ცუდ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ბრალდებებს არ ეთანხმებიან.