ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა 10-წლიანი იყოს და ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამით ზეწოლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი...
პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე ზეწოლა შეუძლია, შედეგად ომი გრძელდება“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელსაც ეწურება უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.
რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მიწასთანაა გასწორებული რამდენიმე ქალაქი კიევის ოლქში. ამ ომში დაიღუპა ათეულობით ქართველი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.