გერმანია 10 მილიონ ევროს გამოყოფს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის

სვენია შულცე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი

გერმანია უკრაინას 10 მილიონ ევროს გამოუყოფს ბავშვთა ყველაზე დიდი საავადმყოფოს აღდგენისთვის, რომელიც დიდწილად განადგურდა რუსეთის მიერ 8 ივლისს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად, - უთხრა 17 ივლისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ გერმანიის გამოცემა Rheinische Post-ს.

შულცეს თანახმად, გერმანიის დაფინანსებით შესაძლებელი იქნება, რომ საავადმყოფო ზამთრიდან კვლავ ამუშავდეს.

"ბავშვთა საავადმყოფოს განადგურება მოწმობს რაოდენ თავზეხელაღებულად და არაჰუმანურად აწარმოებს რუსეთი ამ აგრესიულ ომს. ყველაზე მეტად ამ ომით ბავშვები იტანჯებიან", - თქვა შულცემ.

ასევე ნახეთ რა არის ცნობილი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე?