დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, ხუთ კილომეტრში მდებარე სოფელ ლენინოვკაში იყო. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.
მიწისძვრა დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის მოხდა. ის თბილისშიც იგრძნობოდა.