მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანია დაიწყო და ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა. ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მინისტრები. გარდა ამისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები.
რადიო თავისუფლებამ სტუმრებს შორის შენიშნა:
- რობერტ სტურუა - რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
- ნანული სარაჯიშვილი - მსახიობი;
- მადონა კოიძე - გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი;
- მანანა თოდაძე - მომღერალი;
- რამაზ ნოზაძე (მსოფლიო ჩემპიონი) და მისი ცოლი ხატია სიჭინავა;
- ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი;
- ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები ზურა ხაჩიძე (ცოლთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად), ირაკლი ნოზაძე, პაატა ხაჩიძე;
- სოფო ხალვაში - მომღერალი, ბათუმის ვიცე-მერი;
- საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ქმარი რაულ ცხადაძე;
- მსახიობი დათო ხურცილავა (ჯაპანა);
- „ფორტეს“ წევრები ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე;
- თიკა რუხაძე - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი;
- ზურა ხიზანიშვილი - ვეტერანი ფეხბურთელი;
- ალექსანდრე ჩივაძე - ვეტერანი ფეხბურთელი;
- თენგიზ სულაქველიძე - ვეტერანი ფეხბურთელი;
- დოდო ხურცილავა (დოდოშკა) - თეატრმცოდნე;
- თემურ თათარაშვილი - მომღერალი;
- ივანე ჩხაიძე - „ერისიონის“ სოლისტი;
- ნანა შონია - მსახიობი;
- ზურაბ ჩხაიძე - მეღვინე, ბიზნესმენი;
- მარიკა კვალიაშვილი - კომპოზიტორი;
- ნატო დუმბაძე - მუსიკალური პროდიუსერი;
- ქეთი დუმბაძე - მწერალთა სახლის დირექტორი;
- გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანები ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია, ნინო ნადირაძე;
- დიზაინერი ზალიკო ბერგერი;
- სალომე ბაკურაძე - მომღერალი;
- თემურ მიქელაძე - პედიატრი.
ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწვეულ სტუმრებსა და ამომრჩეველს მიმართეს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა და ამავდროულად პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ბოლოს კი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი - ვინ ააშენა, როდის და რამდენად მიჰყიდა პარტიას?