მდინარაძე მიესალმა მხარდამჭერებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ღონისძიებას ესწრება.
"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც "ხალხის ძალა" ჰქვია. ჩემგან გაიგებთ დღეს პირველად, გავკადნიერდები, ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, „ხალხის ძალა“, პარტიად 2024 წლის მარტში დაფუძნდა.
გასულ, 2023 წელს, „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ „აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცებას, რომელსაც ხალხმა რუსული კანონი დაარქვა. ამ კანონს დასავლელი პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობად განიხილავენ.
ასევე ნახეთ რას აჩვენებს "ხალხის ძალა"? - "ქართული ოცნების" განაყოფი პარტიად გარდაიქმნამოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური რიტორიკით, მათ შორის თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს.
ასევე ნახეთ "ოცნების" საარჩევნო სია - როგორი იქნება ახლა, როგორი იყო ადრე