„ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ერთი მაგალითი წარმოადგინოს ვინმემ იმასთან დაკავშირებით, რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება. სიტყვების ბრახა-ბრუხი კი არა, მხოლოდ არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრა ზეიას განცხადების საპასუხოდ. აზრა ზეიამ საქართველოს მთავრობის ქმედებებს და რიტორიკას „არადემოკრატიული“ უწოდა და თქვა, რომ ეს ქმედებები „ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას“.
ასევე ნახეთ აზრა ზეია საქართველოს მთავრობას: შეასწორეთ კურსი, შეასრულეთ საზოგადოების ევროპული მისწრაფებები„ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონში - ამერიკას თავისი, ევროპას თავისი, რუსეთს თავისი, თურქეთს თავისი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და უპირველესად, ჩვენი ინტერესები გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე ნახეთ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში - სარჩელები და შანსებიქალაქის მერმა ასევე თქვა: „ვერ დაასახელებთ ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ ჩვენ მიერ გაკეთებულ ვერცერთ დეზინფორმაციულ განცხადებას, ჩვენი განცხადებები დამყარებულია ფაქტებზეო“. ამავე დროს, მან ასევე განაცხადა: „მეორე ფრონტთან დაკავშირებით პირდაპირი მოწოდებები იყო“, თუმცა იქვე დასძინა, ამერიკა „ომის პარტიასთან რა შუაშია, ვერ წარმომიდგენიაო“. მისივე თქმით: „ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ არადემოკრატიული პროცესები მიდის ქვეყანაში, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ის ადამიანები 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას უწოდებდნენ „დემოკრატიის შუქურას“.