არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის სასამართლო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და 13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. გურჯაანის სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შემთხვევა 2024 წლის 17 იანვარს მოხდა. მაშინ 13 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არასრულწლოვანი ბიძამ (მამიდის ქმარმა) მათივე საკუთრებაში არსებულ მესაქონლეობის ფერმაში გააუპატიურა.

„ჩემი გოგო რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ეს დღეებია მწუხრის სუფრა გვაქვს. ჩემი შვილიშვილი, 13 წლის გოგო, სხვა დროსაც გვეხმარებოდა საქონლის მოვლაში. რადგან ჩვენ სამძიმარს ვიღებდით და არ გვეცალა, შვილიშვილი რამდენიმე დღით ფერმაში გავუშვით. 17 იანვარს დაგვირეკა და გვითხრა, რომ ფერმაში მიაკითხა მამიდის ქმარმა და გააუპატიურა. გოგოს მამა გარდაცვლილი ჰყავს. ეს ამბავი ჩემმა მეორე შვილმა 19 იანვარს დაგვიანებით გაიგო, მაშინვე წავიდა და მოძალადე კაცი დაჭრა. მოვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას. ის ციხიდან საერთოდ არ უნდა გამოვიდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 13 წლის გოგოს ბებიამ 2024 წლის 17 იანვარს.

ასევე ნახეთ სექსუალური ძალადობის 285 მსხვერპლი ბავშვი - როგორ ძალადობენ მამები, პაპები, ბიძები და სხვები

ასევე ნახეთ

„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან„დედა ტელევიზორს ხმას უწევდა“ - ქალი, რომელიც შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავესშვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარარატომ მოკვდა თეკლა? – ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ 15 წლის გოგო მაინც დაიღუპა 12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირს ე.წ. ოჯახის შექმნის მიზანი ვერ ამართლებს, ეს გაუპატიურებააროგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან