პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის განცხადებას საქართველოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ. საპასუხოდ პაპუაშვილმა დაწერა, რომ 2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისია გადაარჩია. პარლამენტის სპიკერს არაფერი უთქვამს ევროკავშირის ამჟამინდელი გადაწყვეტილების მიზეზებზე.
„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ („ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა.
ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ“, - დაწერა პაპუაშვილმა.
საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან მონაწილეობდა თავდაპირველად 156-კაციანი შემადგენლობით, ხოლო შემდეგ, მისიის დასრულებამდე, სამხედროთა რაოდენობა 85-მდე შემცირდა. 2015 წლის 16 მარტს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალი მისია დაიწყო და ეს იყო სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA), რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების რეფორმაში ეხმარებოდა. საქართველომ 2015 წლის 12 ოქტომბერს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე (სწრაფი რეაგირების ჯგუფი IRT), 6-თვიანი როტაციის წესით გაგზავნა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებზე პასუხად აფასებს EU-ს მიერ თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი €30 მილიონის შეჩერებასევროკავშირის დახმარების შეჩერება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მიზეზად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღება, ასევე, მისი რიტორიკა და სხვა ქმედებები დაასახელა.
„ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია“ ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან!“ - დაწერა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.