ნატოს ვაშინგტონის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს წინასწარ ტექსტში ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზას „შეუქცევადი“ ეწოდება, იტყობინება CNN-ი სამ გათვითცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით.
სამიტის წინ, რომელიც დღეს იხსნება, ალიანსის 32 წევრს შორის მოლაპარაკების საკვანძო მნიშვნელობის საკითხად იქცა ის, თუ რამდენად მყარი გარანტიები უნდა მიეცეს უკრაინას ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
დოკუმენტის პროექტი შეიძლება კიდევ შეიცვალოს, მაგრამ მასში ასეთი ფორმულირების არსებობა უკვე ითამაშებს სიგნალის როლს კიევისთვის და მოსკოვისთვის, წერს CNN-ი.
ტელეკომპანიის ერთ-ერთმა წყარომ, ამერიკელმა მოხელემ, თქვა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს სიტყვა „შეუქცევადის“ გამოყენებას დასკვნით კომუნიკეში იმ პირობით, თუ დოკუმენტში ასევე ჩაიწერება, რომ კიევი გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას.
ასევე ნახეთ აშშ და ნატოს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გამოაცხადებენ - ჯო ბაიდენი