ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო ტასსი წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით.
9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემები „ადასტურებს ვაშინგტონის მტკიცე განწყობას, საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიაღწიოს ხელისფლების შეცვლას”.
რუსეთის საგარეო დაზვერვის თანახმად, „ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის”.
ამასთან ტასსი საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეერთებული შტატების წაქეზებით, შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში, რასაც საბოლოოდ მორიგი ფერადი რევოლუცია მოჰყვება.
ასევე ნახეთ დასავლეთს საქართველოში "მაიდნის" სცენარის რეალიზაცია სურს - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში„როგორც „ვაშინგტონელმა რეჟისორებმა“ ჩაიფიქრეს, ქვეყნის მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს ევროკავშირში თბილისის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესის დეგრადაციაში და გააფრთხილებს ფართო საზოგადოებას მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა და რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე“, - ნათქვამია ტექსტში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაცით. "ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის პირით აპირებს ამომრჩევლების მომზადებას ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის, რომელიც საბოლოოდ შეიძლება მორიგი ფერადი რევოლუცია იყოს“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციაზე კომენტარისთვის რადიო თავისუფლება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა, მათგან მიღებული პასუხები აისახება მასალაში.
ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარსეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთში განცხადება კეთდება საქართველოში შემოდგომაზე მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის 4 ივნისის განცხადებით, დასავლეთი ოქტომბრისთვის საქართველოში ახალი „მაიდნის“ რეალიზაციას ცდილობს.
"აგენტების კანონის" ხელმეორედ ინიციირების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „მაიდანის სცენარსა" და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
მსგავსი განცხადება სუსს გასული წლის სექტემბერშიც ჰქონდა.
"აგენტების კანონის" მიღების აუცილებლობას საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტით ხსნის.