„ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება სხვა ზომების მიღებაც... ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, - თქვა ელჩმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებზე პასუხად აფასებს EU-ს მიერ თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი €30 მილიონის შეჩერებასმანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო...
[ევროკავშირის ლიდერები] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, - თქვა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდა, რა შედეგი მოჰყვებოდა „აგენტების კანონის“ მიღებას:
„ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“.
ასევე ნახეთ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს მოქმედებათა კურსის ცვლილებით - ევროკავშირის ლიდერებიმაისში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით, 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
ასევე ნახეთ სია: დეპუტატები, რომლებმაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიესიმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებსდამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო