ზელენსკის განცხადების პარალელურად ორბანი პეკინში იმყოფებოდა, მისი თქმით "სამშვიდობო მისია 3.0" გასატარებლად.
პეკინში ჩასვლამდე ორბანი იმყოფებოდა კიევსა და მოსკოვში - მას შემდეგ, რაც 1 ივლისს უნგრეთი გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. თუმცა ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორბანი ბლოკს არ წარმოადგენს.
ასევე ნახეთ ორბანი მიშელს სწერს, რომ პუტინთან უკრაინის ომზე ევროკავშირის ეგიდით არ უსაუბრია - გაჟონილი დოკუმენტიევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის 5 ივლისს მიწერილ წერილში ორბანი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან თავისი შეხვედრიდან გამომდინარე ახლა არის "უფრო დიდი შესაძლებლობა დადებითად იყოს აღქმული ყველა შესაძლო წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე და საგზაო რუკაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ".
თუმცა ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ პუტინთან ორბანის შეხვედრა სასარგებლო არ იყო.
"არ ვფიქრობ, რომ [მოსკოვში ორბანის ვიზიტი] მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის, ან უკრაინის სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად" - თქვა კარპენტერმა 8 ივლისს.
პოლონეთში მყოფმა ზელენსკიმ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზება შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ ქვეყნებს - მათ, ვისი შეიარაღებული ძალებიც რუსეთისას აღემატება.
"არის ასეთი ქვეყნები მსოფლიოში? ბევრი არა. ვთვლი, რომ ასეთებია აშშ და ჩინეთი. და ევროკავშირი - არა ერთი ქვეყანა, არამედ მთლიანი ევროკავშირი. ეს რეალურად იქნებოდა საშუამავლო მისია" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ „სამშვიდობო მისია 3.0“ - კიევისა და მოსკოვის შემდეგ, ორბანი ჩინეთში ჩავიდაზელენსკიმ დასძინა, რომ კიევი კვლავ ღიაა სხვა ქვეყნების წინადადებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ეს წინადებები შესაბამისობაში უნდა იყოს უკრაინის ხედვასთან, კონკრეტულად 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ყველა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი.
პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ომის დასრულების პირობები მოიცავს კიევის მხრიდან ნატოში გაწევრიანების სურვილის უარყოფას და ყირიმისა და კიდევ ოთხი ოკუპირებული რეგიონის დათმობას.
ასევე ნახეთ ზელენსკი გაეროს მოქმედებას ითხოვს ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ