6 ივლისს ბელარუსში ჩინეთის ჯარისკაცები ჩავიდნენ "ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის" - წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით.
სამინისტროს განცხადებით, მანევრები გაიმართება 8-19 ივლისს.
ერთობლივი წვრთნა შექმნის "საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებისთვის, სამხედროების ერთობლივი წვრთნის სფეროში" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბელარუსი 4 ივლისს შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO) - რეგიონულ ჯგუფს, რომელსაც პეკინი და მოსკოვი უჭერენ მხარს, როგორც დასავლეთის გავლენის ალტერნატივას.
ჩინეთი ბოლო წლებში ნაბიჯებს კავშირების გასამყარებლად აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის სახელმწიფოებთან.
ასევე ნახეთ „ეს თითქმის იმპერიული ამბიციაა“ - რა აინტერესებს ჩინეთს საქართველოში | ინტერვიუ